ამ წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მთავრობამ მინიმალური ხელფასის საკითხი დააყენა - ირაკლი პეტრიაშვილი

„ამ წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მთავრობამ, ამ დადგენილებასთან ერთად (40-საათიანი სამუშაო გრაფიკი), ასევე, მინიმალური ხელფასის საკითხი დააყენა“, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანისუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მთავრობამ, ამ დადგენილებასთან ერთად (40-საათიანი სამუშაო გრაფიკი), ასევე, მინიმალური ხელფასის საკითხი დააყენა, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მდგომარეობაშია...

ბიზნესმა თქვა უარი, ითხოვა დრო გადაწყვეტილებისთვის. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მინიმალური ხელფასის საკითხიც (რამდენად ადეკვატური იქნება, ეგ არ ვიცი, ვერ ვდებ პირობას, მაგრამ იმაზე უკეთესი რომ იქნება, რაც ახლა სამარცხვინო ნორმა გვიდევს), წესით, მალე უნდა იყოს“,- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა 90-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა და 20 ლარს შეადგენს.

ნინი ქეთელაური