მასკის გამოკითხვა - უნდა მართოს თუ არა დავოსმა მსოფლიო

ილონ მასკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ახალი გამოკითხვა დაიწყო, რომელშიც მომხმარებლებს უსვამს კითხვას - უნდა მართავდეს თუ არა მსოფლიოს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. მასკის აზრით, „ფორუმი სულ უფრო ემსგავსება არარჩეულ მსოფლიო მმართველს, რომელიც ხალხს არ უთხოვია და არც აურჩევია“.

გამოკითხვაში, რომელიც ხუთშაბათს დასრულდება, უკვე მიიღო მონაწილეობა მილიონზე მეტმა მომხმარებელმა.

სამშაბათს, სააგენტო Associated Press-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი არ დაუპატიჟებიათ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. სააგენტო იმასაც დასძენს, რომ ბოლოს მოწვევა ილონ მასკს 2015 წელს გაუგზავნეს, მაშინ მასკმა განაცხადა, რომ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე, არა იმიტომ, რომ იქ ეშმაკურ ინტრიგებს ხლართავენ, არამედ იმიტომ, რომ იქ მოსაწყენია.

კოკა კვირკველია