ქაბულის მაღაზიებში ქალთა მანეკენებს სახეები დაუფარეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქალთა ტანსაცმლის მაღაზიებში მანეკენების სახეები პლასტიკური პაკეტითა და ალუმინის ფოლგით დაფარეს. ინფორმაციას ინდური NDTV სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრელებს.

გამოცემის ცნობით, მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები თავდაპირველად მანეკენების თავების მთლიანად მოხსნას მოითხოვდნენ, თუმცა „ემპათიის კეთილშობილური გამოვლენით მხოლოდ სახეების დაფარვა გადაწყვიტეს.“

ტანსაცმლის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, სახელად ბაშირმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ სადღესასწაულო კოსტიუმების მანეკენების თავებს მახინჯი პარკებით ვერ დაფარავდა, ამიტომ მათ ისეთი ნიღბები ჩამოაცვა, რომლებიც კაბების ფერსა და დეკორაციას შეესაბამებოდა. მეორე მაღაზიის მფლობელმა, ჰაკიმმა მანიკენებისთვის ალუმინის ფოლგა არჩია, რადგან თვლის, რომ ეს მათ კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

მეწარმე აზიზმა სააგენტოსთან ინტერვიუს დროს ქვეყნის ხელმძღვანელობის მოთხოვნა გააკრიტიკა.

„ყველამ იცის, რომ მანეკენები კერპები არ არიან და არავინ აპირებს მათ თაყვანისცემას. ყველა მუსულმანურ ქვეყანაში მანეკენებს მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაფენად იყენებენ,“ - აცხადებს მაღაზიის მფლობელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ