ბაზრები, რომელიც  ქართველი მეღვინეებისთვის 2023 წელს პრიორიტეტული იქნება

„ეს არ არის მარტივი პროცესი, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, გრძელდება და კიდევ დრო სჭირდება, რომ ქართულმა ღვინომ ნამდვილად თქვას თავის სახელი, საერთაშორისო ბრენდების გვერდით“,- ამის შესახებ „შუხმან ვაინ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა რადიო „პალიტრისა“და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ და აზიის ქვეყნები არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც 2023 წელს ქართველი მეღვინეებისთვის პრიორიტეტული იქნება.

„ეს არ არის მარტივი პროცესი, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, გრძელდება და კიდევ დრო სჭირდება, რომ ქართულმა ღვინომ ნამდვილად თქვას თავის სახელი, საერთაშორისო ბრენდების გვერდით. ამას სჭირდება მუშაობა (რომელიც დაწყებულია) და ერთობლიობა, რომელიც არ აკლია, რადგან ეს არის ეროვნული პროდუქტი, ტრადიციული წარმოება, შესაბამისად, დიდი როლი უკავია, როგორც თვითონ სექტორს, ასევე სახელმწიფოს, ღვინის ეროვნულ ადმინისტრაციას, სადაც ერთობლივად ვართ კომპანიები წარდგენილი საერთაშორისო აქტივობების მიმართულებით, ერთად ხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია და არა ცალ-ცალკე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ღვინისთვის მრავალი ბაზარი არის მნიშვნელოვანი, მსყიდველობითუნარიანი ბაზრები უფრო, ასეთია ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან დიდი და სპეციფიკური ბაზარი, გაჯერებული როგორც თავიანთი ეროვნული წარმოებით, ასევე სხვა იმპორტირებული მსოფლიო ღვინოებით. აქ ქართული ღვინის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, იმიტომ, რომ სექტორის მიერ დასახულ პრიორიტეტულ ბაზრებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი წინამოსამზადებელი სამუშაოები უძღვის წინ, როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსს მოითხოვს და აქ უკვე ერთვება სახელმწიფოს როლი. ამხელა ბაზრის დაპყრობა შეუძლებელია, თუ არა იგივე ინფლუენსერების ჩართულობა, ასევე სხვადასხვა სახის ტურისტულ-მეღვინეობით-შემეცნებითი გაცნობითი ხასიათის აქტივობა. იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, აქ არ არის მხოლოდ ერთ პროდუქტზე საუბარი, ქართულ ღვინოზე, ეს არის ერთობლიობა, რომ ქართული ბაზარი არის მნიშვნელოვანი, სადაც არის სხვადასხვა ჯიშები, საუკუნოვანი ტრადიცია, ქართული ღვინის დაყენების და აქ უკვე ჩნდება ტურისტული მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვან როლში. ღვინის ტურიზმს ებმება მთელი რიგი აქტივობები, შემდეგ მას მოსდევს სხვადასხვა პოტენციური ინვესტორის დაინტერესება და ერთობლიობაში წარმოჩინდება ბრენდი, როგორც საქართველო. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები არის ცალსახა, 2023 წლის პრიორიტეტული მიმართულება და მე ვიტყოდი აზიაც, იმიტომ, რომ რეგიონი ძალიან დიდია, ძალიან ბევრი მსყიდველობითუნარიანი ქვეყანაა, სადაც ასევე სვამენ ღვინოს.

ღვინო ყოველთვის და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, მიუთითებს სტატუსზე, მიუთითებს საშუალოზე მაღალ სეგმენტზე, შესაბამისად, მსყიდველობითუნარიანი ბაზრები არის ჩვენთვის პრიორიტეტული“,- განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

ნინი ქეთელაური