კრიპტო ბანკი Genesis გაკოტრდა

კრიპტობანკი Genesis გაკოტრდა. კომპანიამ და მისმა შვილობილებმა Genesis Global Capital LLC-მა და Genesis Asia Pacific Pte-მა ამის შესახებ განცხადება სამშაბათს გააკეთეს.

კომპანიას 100,000-მდე კრედიტორის 1-დან 10 მილიარდ დოლარამდე ვალდებულება დაუგროვდა. Genesis-ის მშობელი კონგლომერატი Digital Currency Group მოლაპარაკებებს ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ აწარმოებს.

Genesis-ს კრედიტორებისგან 3 მილიარდ დოლარამდე ვალი აქვს აღებული, მათ შორის, 900 მლნ დოლარი Gemini-სგან და 280 მლნ დოლარი Bitvavo-სგან.

კომპანიის თანახმად, ნაღდი ფულის სახით ის ამჟამად მხოლოდ 150 მილიონ დოლარს ფლობს.

Gensis-ის გაკოტრებაზე გავლენა იქონია მეორე უმსხვილესი კრიპტობირჟის, სემ ბენქმენ ფრიდის FTX-ის ჩამოშლამ, რომლისთვისაც ის ერთ-ერთი მსხვილი მსესხებელი იყო. კომპანიამ ტრანზაქციები სწორედ FTX-ის გაკოტრების შემდეგ, ნოემბერში შეაჩერა.

კახი ჩაკვეტაძე