Glovo საქართველოს 2022 წლის მიმოხილვა:  ინოვაციური პროექტები და ინდუსტრიის ახალი სტანდარტი

2022 წელს, ჩვენ აღვნიშნეთ 4 წლის იუბილე. ამ დროის განმავლობაში, Glovo-ს პარტნიორმა კურიერებმა 87 000 000 კილომეტრი დაფარეს და თქვენი 18 000 000 სურვილი, სახლის კარამდე მოგიტანეს.

ამ სურვილების მოკლე მიმოხილვისთვის გეტყვით, რომ მაგალითად, გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ხშირად უკვეთავდნენ ბურგერს, შაურმასა და პიცას. აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით, შაურმაზე მოთხოვნა 81%-ითაა გაზრდილი. მართალია შეკვეთების ტოპ 3-ში ვერ მოხვდა, თუმცა 51%-ით გაიზარდა მოთხოვნა აზიურ სამზარეულოზეც.

რაც შეეხება მოხმარების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 2022 წელს, ეს ხუთშაბათი იყო. ამ დღეს, 15%-ით მეტი შეკვეთები იდებოდა Glovo-ზე, ვიდრე მთელი კვირის საშუალო მაჩვენებელია. დროის ყველაზე მოთხოვნადი პერიოდი კი, ფაქტობრივად ყველა დღეს ერთი და იგივეა - 20:00-21:00.

გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოში 183%-ით გაიზარდა შეკვეთები შინაური ცხოველების კატეგორიაში, 83%-ით ელექტრონულ ნივთებზე, 42%-ით სახლის ნივთებსა თუ აქსესუარებზე, ხოლო 15%-ით სუპერმარკეტებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იზრდება e-commerce სექტორი და მომხმარებლები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ Glovo-ს, სხვადასხვა ნივთების მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების კატეგორიაში, ყველაზე ხშირად შეკვეთილი ნივთებია ჩანგლის და კოვზის ნაკრები, ვარდისფერი ქუდი (Bucket Hat) და ფრჩხილის ლაქი N11, სახელწოდებით „შავი რომანი“.

ასევე, ის მომხმარებელიც აღსანიშნავია, რომელმაც საყვარელი ოთხფეხა მეგობრისთვის, მთელი წლის განმავლობაში, 83 შეკვეთა განათავსა Glovo-ზე.

325660626-1215685156031252-2143656860160837398-n-1674214870.jpg

არტემ კოლოსიუკი, Glovo საქართველოს გენერალური მენეჯერი:საქართველო ელ. კომერციის განვითარების საწყის ეტაპზეა, მაგრამ ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში შთამბეჭდავია და მომდევნო 3-5 წლიან პერიოდში, კიდევ უფრო მასშტაბურ პოზიტიურ დინამიკას ველოდებით. Glovo-ს წვლილი ელექტრონული კომერციის განვითარებაში პრინციპული მნიშვნელობისაა, როგორც ევროპული გამოცდილების დანერგვით და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ასევე სოლიდური ინვესტიციებით. 2022 წელი Glovo საქართველოსთვის კიდევ ერთი წარმატებული წელია ბევრი სხვადასხვა მაჩვენებლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაზარზე ლიდერის პოზიციების გამყარება და 2021 წელთან მიმართებაში ელექტრონული კომერციის ბრუნვის 64%-ით ზრდა. სამომავლო გეგმები და სტრატეგია უცვლელია, ჩვენი პრიორიტეტი მომავალ წელს მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობა და მდგრად განვითარებაზე ფოკუსირება იქნება. ამ მომენტისთვის სრულად ვართ ორიენტირებული ინოვაციურ პროექტებზე, ახალი პარტნიორებისა და კურიერების მოზიდვაზე, რათა მომხმარებლებისთვის ყველა პროდუქტი და სერვისი გავხადოთ ხელმისაწვდომი“.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც Glovo-მ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვა დაიწყო. 2021 წლის ზაფხულიდან, სამოგზაურო ტურების, დაზღვევისა და სხვა უამრავი სერვისისა თუ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ.

წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩეოდა საინტერესო სიახლეებით - შესაძლებელი გახდა ისეთი სერვისების დამატება, რაც ადრე წარმოუდგენელი ჩანდა: ტანსაცმლის ქიმწმენდა, ტრანსპორტის ბილეთები, უძრავი ქონების აზომვა რეგისტრაცია - ამ და სხვა საინტერესო ამბების პოვნა სწორედ ჩვენს აპლიკაციაში შეგიძლიათ. გაძლიერდა ჩვენი Food Corner/Cook Room-ის მიმართულებაც, დაგვემატა ახალი ობიექტები და 2023 წელს ორ ახალ ობიექტის დამატებაც იგეგმება.

Glovo-ს ოჯახი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. 2022 წელს, ჩვენ ოპერირება დავიწყეთ 280 ახალ ქალაქში და Glovo-ს 23 ახალი ოფისი გავხსენით.

რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვყავს 130-ზე მეტი თანამშრომელი და ათივე ქალაქში, 5000-ზე მეტი აქტიური გლოვერი. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც თქვენ ენდობით - მხოლოდ გასულ თვეში, ჩვენმა პარტნიორმა კურიერებმა 612 000 შეკვეთა შეასრულეს!

2022 წელი, გამორჩეული იყო იმითაც, რომ ქართული გუნდი ახალ ოფისში გადავიდა. ახალი სახლი ხომ ახალი იდეების, გეგმებისა და მიზნების დასაწყისია.

  • გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც სოციალური ინიციატივა „კურიერებისთვის“ ამოქმედდა. ესაა პროექტი, რომელიც, 2021 წლიდან მოყოლებული, გიგ-ეკონომიკას სრულიად ახალ სტანდარტს სთავაზობს. ჯამში, ჩვენ მივიღეთ და დავაკმაყოფილეთ 87 მოთხოვნა დამატებით შეღავათებზე.
  • 59 ახალბედა მშობელს ავუნაზღაურეთ ისარგებლა მშობიარობის დროს, სამედიცინო ხარჯების ნაწილი
  • 900-მა პარტნიორმა კურიერმა მიიღო მონაწილეობა უსაფრთხოების და პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგებში
  • ხოლო სასწავლო ტრენინგებს, 25 პარტნიორი კურიერი დაესწრო.

საქართველოში, ჩვენი პარტნიორების 90%-ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოებია - ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ საცალო ბიზნესის დიგიტალიზაციაში.

326213572-707588327443773-6339864450846724011-n-1674214895.jpg

გასულ წელს დავიწყეთ Glovo Local, ჩვენი ახალი ინიციატივა, რომლის საშუალებითაც ვგეგმავთ, რომ მცირე ბიზნესებს გაციფრულებაში დავეხმაროთ. ის იქნება პირველი პროგრამა ევროპაში, აფრიკასა და აზიაში, რომელიც მცირე ბიზნესისთვის სპეციალურ სერვისს უზრუნველყოფს, რათა მათი საჭიროებები, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე დააკმაყოფილოს.

არტემ კოლოსიუკი, Glovo საქართველოს გენერალური მენეჯერი: „მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 000-ზე მეტ მაღაზიასთან ვთანამშრომლობთ. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მცირე ბიზნესებია, რომელთაც მძიმედ აწევთ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი. გლობალურად, ჩვენი პარტნიორი სავაჭრო ობიექტების მხოლოდ 20% აწარმოებს ბიზნესს ონლაინ. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც. ესაა ინდიკატორი იმისა, რომ ახლა აუცილებელია მათთვის გაციფრულების შეთავაზება, თანაც, გადაუდებლად. Glovo Local-ის შეთავაზებებით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, რომ მისწვდნენ უფრო მეტ ადამიანს და მეტი მომხმარებელი მოიზიდონ. ამით ჩვენ მათ ვუხსნით გზას, გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და, შესაბამისად, გააძლიერონ ადგილობრივი ეკონომიკა“.

2022 წელს გამოჩნდა, რომ სხვების დახმარება და მოხალისეობა, ჩვენი დნმ-ის ნაწილია. მოხალისეობის ორი გლობალური კვირეულით თებერვალსა და ოქტომბერში, პლუს Glovo Cares მთელი წლის განმავლობაში, Glovo Georgia-ს 1200-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო მოხალისეობრივ პროექტებში და და გავლენა მოახდინა 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციაზე.

რტემ კოლოსიუკი, Glovo საქართველოს გენერალური მენეჯერი: „უკვე მრავალი წელია, ჩვენ ვმეგობრობთ „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“, „Animal Project”-თან და კათარზისსა თუ სხვა ხანდაზმულთა პანსიონატებთან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს განსაკუთრებულად სჭირდება“.

2022 წელს, ჩვენ ერთად აღვნიშნეთ Brands Day, განვიხილეთ განვლილი წლები და სამომავლო გეგმები დავსახეთ!

ამ დრომდე, Glovo აკავშირდებდა 3 ძირითად მხარეს: კურიერებს, მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს. ახლა, ამ სინერგიაში გაჩნდა სტრატეგიული ადგილი ბრენდებისათვის. ბრენდებთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულება მიზნად ისახავს, Glovo-ს არსებული რესურსებით, ბრენდებისათვის ელექტრონულ კომერციაში განვითარებაში დახმარებას.

Glovo-მ ითანამშრომლა ქართული ბაზრის ისეთ ლიდერებთან, როგორებიც არიან VISA, კოკა-კოლა, აგროჰაბი, ნიკორა და მრავალი სხვა კომპანია, წაიწყო მრავალწლიანი პარტნიორობა თიბისისა და Tnet-თან და გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი BTU-სთან.

არტემ კოლოსიუკი, Glovo საქართველოს გენერალური მენეჯერი: „ჩვენი პარტნიორების საშუალებით, მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობდით ჩვენს მომხმარებლებს უნიკალურ სერვისებსა თუ პროდუქტებს. ხოლო პარტნიორებს გაძლიერებაში ვეხმარებოდით. იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს, კიდევ უფრო მეტი საინტერესო პარტნიორობა და კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროექტი გველოდება“.

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Გლოვოს ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/

საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში. Glovo-ს დეტალური დაფარვის ზონა შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://glovoapp.com/ge/en/map/cities/

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: tekla.vekua@providers.glovoapp.com

(R)