ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს 6 მისო 145.5 ათასი ლარით დააჯარიმა - რა გახდა სანქცირების მიზეზი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში შვიდი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. საერთო ჯამში, გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 145.5 ათას შეადგენს.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ დაჯარიმებული მისო-ების ჩამონათვალს:

  • „კრისტალი“ - 110 500 ლარი
  • "მისო მონეტა ექსპრესი" - 12,000 ლარი
  • ,,სვის კაპიტალი" - 12 000 ლარი
  • „სმარტ ფინანსი“ - 11 000 ლარი
  • "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" - 7 000 ლარი
  • ,,ბერმელი" - 5 000 ლარი

დაჯარიმების მიზეზებს შორის ყველაზე ხშირი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა მუხლების დარღვევაა. ასევე, მიზეზებს შორისაა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევა.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს სებ-მა 15 მისო დააჯარიმა, ასევე, 2020 წელსაც 15. რაც შეეხება მიმდინარე წელს, სებ-მა უკვე დააჯარიმა 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. "ნოვა კრედიტი " 32 00 ლარით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტი" კი 2 ათასი ლარით. დაჯარიმების მიზეზი გახდა, შემოწმების პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა.

თამარ მუკბანიანი