მასკის მოსვლის შემდეგ, Twitter-ი თანამშრომლების 80%-მა დატოვა

ამერიკული კომპანია Twitter-ი თანამშრომლების 80%-მა დატოვა, მას შემდეგ რაც მისი მფლობელი გახდა ილონ მასკი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, კომპანიაში საშტატო თანამშრომლების რაოდენობა შემცირებულია 1,3 ათასამდე. კერძოდ განყოფილება, რომელიც დაკავებული იყო დიზაინისა და პროდუქციის ცვლილებით მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახლა მხოლოდ 20-მდე თანამშრომელს ითვლის.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლის აზრით, ამ სიტუაციამ შესაძლოა გაართულოს სერვისის მომსახურება. მასკის ხელმძღვანელობით, Twitter-ში თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა მასობრივი დათხოვნების დროს, სხვებს კი იძულებით მოუწიათ კომპანიიდან წასვლა მისი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების გამო.

19 იანვარს Business Insider-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ Twitter-ში გათავისუფლებები ახალ სიმძლავრეეებს იძენს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მფლობელები საპირისპიროს ირწმუნებიან. მათი აზრით, ორი კვირის წინ ათობით თანამშრომელი იძულებული გახდა დაეტოვებინა კომპანია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიიდან 2000 თანამშრომლის გადინება, ეს კი იქნება რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში.

მასკის მოსვლამდე კომპანიაში 7,5 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.

კოკა კვირკველია