რძის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - საიდან შემოდის პროდუქტი ქვეყანაში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 55.8 მილიონი დოლარის რძე და ნაღები (შაქრით ან შაქრის გარეშე) შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 19.6 მლნ-ზე, 184.7%-ით მეტია.

ტოპ 5 იმპორტიორის ჩამონათვალი შემდეგნაირია:

  • ბელარუსი - $13.2 მლნ;
  • ირანი - $11.9 მლნ;
  • უკრაინა - $5.4 მლნ;
  • რუსეთი - $3.9 მლნ;
  • ნიდერლანდები - $3 მლნ დოლარი.

რაც შეეხება რაოდენობას, გასულ წელს 20.4 ტონა რძე და ნაღები შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე, 16.3 ტონაზე, 25.2%-ით მეტია.

ცნობისთვის, საქსტატის 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, რძის, ყველისა და კვერცხის ჯგუფში ფასები 17.5%-ითაა მომატებული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კახი ჩაკვეტაძე