პირველად ბოლო 25 წელიწადში Netflix-ის ხელმძღვანელი შეიცვალა

მსოფლიოში უმსხვილესი სტრიმინგ სერვისის Netflix-ის ინფორმაციით, კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მათი ცნობით, კომპანიის დამფუძნებელმა რიდ ჰასტინგსმა კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, რომელსაც ბოლო 25 წელი იკავებდა.

ჰასტინგსი გადავიდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ხოლო მის პოზიციაზე ორი პირი დაინიშნა ერთად - ოპერაციული დირექტორი გრეგ პიტერსი გახდა კომპანიის co-CEO, რომელსაც ის გაინაწილებს ტედ სარანდოსთან ერთად.

ამასთან, კომპანიამ 2022 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშიც გაავრცელა, რომლის თანახმად მის ხელმომწერთა რაოდენობა გაზრდილია 7,7 მილიონით, სუფთა მოგებამ კი 55,28 მილიონი შეადგინა, შემოსავლები კი გაზრდილია 1,8%-ით 7,85 მილიარდ დოლარამდე.

კომპანიის კაპიტალიზაცია გასული წლის განმავლობაში შემცირებულია 20,6%-ით 145,2 მილიარდ დოლარამდე.

კოკა კვირკველია