რომელი ქვეყნის მოგზაურებმა დახარჯეს ყველაზე მეტი თანხა საქართველოში?

2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 188,1%-ით გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს დეკემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 363,3 მლნ დოლარს, მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 126,1 მლნ დოლარს. პანდემიურ 2020 წლის დეკემბერში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 14,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, პანდემიამდელ 2019 წელს, დეკემბერში ქვეყანას უცხო ქვეყნის მოგზაურებიდან 217,2 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

2022 წლის დეკემბერში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

  • რუსეთი - 109.5 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 84,7 მლნ დოლარი;
  • დანარჩენი ქვეყნები - 58,8 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 24,2 მლნ დოლარი;
  • ისრაელი - 21,8 მლნ დოლარი;
  • ევროკავშირის ქვეყნები - 19,1 მლნ დოლარი;
  • სომხეთი - 15,7 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 10,4 მლნ დოლარი;
  • ბელარუსი - 9,6 მლნ დოლარი;
  • ირანი - 6,5 მლნ დოლარი;
  • საუდის არაბეთი - 3 მლნ დოლარი.
თაია არდოტელი