მსოფლიო ბანკი 2023-2024 წლებში გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს

2023-2024 წლებში მსოფლიო ეკონომიკაში გლობალური ზრდის ტემპის შენელება დაფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ მოსაზრება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა კვირას ბრიტანულ Sky News-თან ინტერვიუში გამოთქვა.

„საუბარია შენელების გაგრძელებაზე. ეს არ არის სრულად ციკლი, რომელსაც ჩვენ წარსულში შევეჩვიეთ. ეს განპირობებულია ინფლაციის მაღალი დონის შენარჩუნებით და ახალი ინვესტიციების სიმწირით. რთულია გათვალო, რომ მომდევნო ორი წელი უნდა ველოდოთ მსოფლიო ეკონომიკის ძლიერ აღდგენას“, - განაცხადა მან.

აღნიშნულ კონტექსტში მელპასამ ხაზი გაუსვა სახელმწიფოების მხრიდან გატარებულ სწორ და გააზრებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლებიც იძულებული არიან შეამცირონ ხარჯები და მართებულად განსაზღვრონ პრიორიტეტები.

კოკა კვირკველია