2022 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 73%-ით გაიზარდა, ექსპორტი 98%-ით - სად ვიყიდეთ და გადავყიდეთ

2022 წლის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან საექსპორტო ჯგუფებში მეორე ადგილზე, ხოლო იმპორტირებულ სასაქონლე ჯგუფებს შორის პირველ ადგილზეა.

გასულ წელს, საქართველოდან 903.8 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გაიყიდა, ხოლო ქვეყანაში 1.6 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა. რაც შეეხება 2021 წელს, ქვეყანაში 935.4 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ზრდა 73.1%-ია. 98%-ით გაიზარდა ექსპორტი 2021 წელთან შედარებით, როცა საქართველომ 456,5 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გაყიდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-5 ქვეყანას, სადაც საქართველოდან 2022 წელს ავტომობილები გავიდა:

  • აზერბაიჯანი - 308.4 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 144.7 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 119.8 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 104.4 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 75.6 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალს, ასე გამოიყურება:

  • ამერიკის შეერთებული შტატები - 833.2 მლნ აშშ დოლარი
  • იაპონია - 282.7 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია- 179.8 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 105.3 მლნ აშშ დოლარი
  • კორეის რესპუბლიკა - 20.8 მლნ აშშ დოლარი
თამარ მუკბანიანი