საქართველოდან თევზზე დიდი რაოდენობით თევზის ფქვილი გადის - სად ვყიდით პროდუქტს

საქართველოდან თევზზე დიდი რაოდენობით თევზის ფქვილი გადის. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს 10 313 ტონა (17,775 მლნ აშშ დოლარის) თევზის ფქვილი გავიდა, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში თევზის ექსპორტმა 304 ტონა (1,699 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც გასულ წელს თევზის ფქვილი გავიდა:

  • სომხეთი - 4 312 ტონა (7,029 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 2 330 ტონა (3,864 მლნ აშშ დოლარი)
  • ბელარუსი - 1 488 ტონა (2,802 მლნ აშშ დოლარი)
  • ფილიპინები - 1 029 ტონა (2,038 მლნ აშშ დოლარი)
  • ტაივანი, ჩინეთის პროვინცია - 909.9 ტონა (1,597 მლნ აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 123.6 ტონა (220.7 ათასი აშშ დოლარი)
  • მალაიზია - 100.3 ტონა (189.3 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 18.5 ტონა (33.3 ათასი აშშ დოლარი)

ნინი ქეთელაური