სერბეთში მსოფლიოს ერთ-ერთი  უდიდესი ოქროს საბადო აღმოაჩინეს

სერბეთში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ოქროს საბადო აღმოაჩინეს, რომელიც თავისი მასშტაბებით, მსოფლიოს 100 უდიდეს საბადოს შორის მოიაზრება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდ ვუჩიჩმა ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ ვიპოვეთ კიდევ ერთი საბადო უფრო მეტი ოქროს რაოდენობით, ვიდრე ჟაგუბიცეში. ახლა ტარდება დამატებითი შემოწმება, თუმცა წინასწარი შეფასებით, საქმე გვაქვს მსოფლიოს ას უმდიდრეს საბადოს შორის ერთ-ერთზე, ან იქნებ კიდევ უფრო მსხვილ საბადოზე“, - განაცხადა მან.

მანამდე სამთომოპოვების მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა დუბროვკა ჯედოვიჩ-ნეგრემ განაცხადა, რომ სერბული ჟაგუბიცას მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია ოქროს მსხვილი საბადო. მან ხაზი გაუსვა, რომ „ამას შესაძლოა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ სერბეთისთვის“ .

ვუჩიჩმა მანამდე განაცხადა, რომ სერბეთმა ბოლო ორი წელია მნიშვნელოვნად გაზარდა ოქროს რეზერვები. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანას სამჯერ მეტი ოქროს რეზერვები აქვს, ვიდრე 2020 წელს ჰქონდა.

კოკა კვირკველია