ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს 8 ქვეყანა შეუერთდა

14 სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციებს, მათ შორის რუსული ნავთობის ფასის ჭერის დადგენის სანქციებს, დამატებით 8 ქვეყანა შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

„კანდიდატი ქვეყნები, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩერნოგორია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ასევე უკრაინა და ევროპული თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნები - ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია, შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მათ აიღეს ვალდებულება გაატარონ საკუთარ პოლიტიკაში ევროპული გადაწყვეტილებები“, - წერია განცხადებაში.

ეს ქვეყნები სტაბილურად უჭერენ მხარს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები ვალდებულნი არიან წევრობის გზაზე გაიზიარონ და შეასრულონ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ხოლო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნები ვალდებულები არიან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაითვალსიწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლებიან ექსპორტის რუხ ზონად.

ამ დროისთვის სერბეთი ერთადერთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნად რჩება, რომელიც წინააღმდეგია ანტირუსული სანქციების დაწესების.

კოკა კვირკველია