საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგი შემცირდა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "ფითჩმა" საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა.

"ბიბისის" ცნობით, რეიტინგი B-დან CCC-მდე შემცირდა. "არასაკმარისი ხელმისაწვდომობა ბაზარზე, ოფიციალური ინსტიტუტების მხრიდან დროული გადახდის გაურკვეველი პერსპექტივები და საბანკო სექტორის ლიკვიდურობისთვის არასათანადო პირობები ძლიერ გავლენას ახდენს საბერძნეთის მთავრობის დაფინანსებაზე", - წერია "ფითჩის" განცხადებაში.

ამ დროისათვის საბერძნეთს დაახლოებით 324 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი აქვს. ქვეყნის ახალი მთავრობა რადიკალური მემარცხენე პარტია "სირიზას" ხელმძღვანელობით ცდილობს ვალის ჩამოწერის მიზნით, კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწიოს.