ფოთის მერი - ფოთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევა გვარდება

ფოთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ნაპირის წარეცხვას და ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცებას იწვევდა, გვარდება, - ამის შესახებ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე აცხადებს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, კუნძულის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენით სამუშაოების განხორციელებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, სამუშაოების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მთლიანი სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრება და ასევე, ნაპირაღდგენითი ღონისძიებები.