"ლუფთჰანზა" ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 50 000 ევროს გადაუხდის

გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზა" ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს 50 000 ევროს გადაუხდის.

ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ფინანსური დახმარება გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებმაც კატასტროფის შედეგად ახლობლები დაკარგეს.  კომპანია "ჯერმანვინგი" "ლუფთჰანზას" შვილობილი კომპანიაა. ის უსაფრთხოების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომაც საფრანგეთის ალპებში რამდენიმე დღის წინ მომხდარი კატასტროფა კომპანიის ხელმძღვანელობისა და გერმანიის მოსახლეობისათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.