Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6444 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6444 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6454 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვარს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6499 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8789 ლარია.