უნიკალური მერსედეს-ბენცი მფლობელს ეძებს

უძველესი მერსედეს-ბენცის მარკის ავტომობილი 770 Cabriolet  D შტუტგარდის აუქციონზე გასაყიდად გააქვთ.

უნიკალური ავტომობილი 1930-იან წლებში შეიქმნა და იგი ყველაზე მდიდრული მოდელი იყო მერსედეს-ბენცის ავტომობილებს შორის. უძველესი მანქანა გერმანელი მსახიობის, პროდუსერისა და რეჟისორის, ერიკ ჩარელის მფლობელობაში იყო. იგი ჩარელმა ბერლინში 1931 წელს შეიძინა. ავტომობილის გასაყიდი ფასი აუქციონზე 2,3-დან 2,8 მილიონ ევრომდე იქნება. აუქციონი შტუტგარდში მდებარე მერსედე-ბენცის მუზეუმში დღეს შედგება.