ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მცირეა

გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

2022 წელს ჩინეთის ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა: ქვეყნის მშპ-მ 121 ტრილიონი იუანი (დაახლოებით 17,9 ტრილიონი დოლარი) შეადგინა. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 8,4%-ს შეადგენდა. 2020 წლის გარდა, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა მხოლოდ 2,2%-ით გაიზარდა, ეს ყველაზე ცუდი შედეგია 1976 წლის შემდეგ. 2022 წლის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა მთავრობის მკაცრმა კორონავირუსულმა პოლიტიკამ, რომელიც გასული წლის ბოლოს გაუქმდა და 2023 წლის იანვარში ჩინეთმა სამი წლის განმავლობაში პირველად გახსნა საზღვრები.

გარდა ზემოთხსენებულისა, შეერთებულ შტატებთან გეოპოლიტიკური დაპირისპირება და დემოგრაფიული მდგომარეობა რისკებს უქმნის ჩინეთის ეკონომიკას: 2022 წელს ქვეყნის მოსახლეობა პირველად შემცირდა 60-იანი წლების შემდეგ.

2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა გრძელვადიანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. კომპანიების უმეტესობა, რომელთა აქციები საფონდო ბირჟებზე იყიდება, ორიენტირებულია შიდა ბაზარზე. და სწორედ მის განვითარებას შეუძლია არა მხოლოდ დაეხმაროს ჩინეთს გადაუდებელი ეკონომიკური გამოწვევების გადალახვაში, არამედ გახდეს დადებითი ფაქტორი ჩინეთის აქციებისთვის, რომლებიც ამერიკულ და ევროპულ საფონდო ინდექსებს დიდი ხანია ჩამორჩებიან.

ეკა დარჩიაშვილი