ძლიერი ქარის გამო, სამეგრელოში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება

ძლიერი ქარის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგია 17 308 აბონენტს არ მიეწოდება.

რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჯამში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 6 900 აბონენტია დარჩენილი.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა, ეკა ურიდიამ განაცხადა, ქარმა სადენები დააზიანა და აბონენტებისთვის დენის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება. სტიქიის შედეგად, შუქი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ანაკლია, აბასთუმანი, ახალკახათი, ბაში, განმუხური, გრიგოლიში, დარჩელი, დიდინეძი, ერგეტა, ინგირი.

სამეგრელოს რეგიონში 140 ათასამდე აბონენტია.