რა თანხა დახარჯეს გასულ წელს რუსმა ტურისტებმა საქართველოში

2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 188,1%-ით გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს დეკემბერში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 363.3 მლნ დოლარს, მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 126.1 მლნ დოლარს. პანდემიურ 2020 წლის დეკემბერში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 14.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, პანდემიამდელ 2019 წელს, დეკემბერში ქვეყანას უცხო ქვეყნის მოგზაურებიდან 217,2 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. ჯამში, გასულ წელს რუსმა ტურისტებმა საქართველოში 896.5 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. ეს წლიურად ფაქტობრივად, 491,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსი მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 151.6 მლნ დოლარი შეადგინა.

თაია არდოტელი