სოფელ ხამისქურში 681 ძირი კოლხური ბზის ნერგის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ ხამისქურში უკანონოდ მოპოვებული 681 ძირი კოლხური ბზის ნერგის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "წითელ ნუსხაში" შემავალი სახეობის უკანონოდ მოპოვებული ბზის ნერგებით დატვირთული ავტომანქანა ზუგდიდიდან ხობის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მათივე ცნობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 139 000 ლარს აღწევს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება საოლქო პროკურატურაში.