საქართველომ ლარსის საბაჟოდან 42 000 კგ კარტოფილი უკან გააბრუნა

საქართველომ ლარსის საბაჟოდან 42 000 კგ კარტოფილი უკან გააბრუნა - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

,,საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის 42 000 კგ. შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა" - წერია ინფორმაციაში.

აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

თამარ მუკბანიანი