ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საბანკო ანგარიშები გაუყინა

ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის ასობით მოქალაქეს საბანკო ანგარიშები გაუყინა.

ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ანგარიშების გაყინვის მიზეზი რუსეთის მოქალაქეების გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალი გახდა. ვალენსიელი ადვოკატის, გრეგორიო ფუენტესის თქმით, ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მთავრობას თავიანთი კაპიტალის შესახებ, თუმცა, ორი-სამი თვის განმავლობაში რუსეთის ასობით მოქალაქემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც ანგარიშების გაყინვის საფუძველი გახდა.

ამჟამად ესპანეთის მთავრობა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიდ ქონებას ფლობენ, ესპანეთის გარეთ არსებული ქონების შესახებ დეკლარაციასაც სთხოვს. საზღვარგარეთ არსებული ქონების დამალვის შემთხვევაში კი მათ 5-დან 10 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.