უახლოეს მომავალში ავთანდილი ბათუმში მაღაზიას გახსნის.
თბილისში უკვე არსებული სამი მაღაზიის მსგავსად, ბათუმშიც დიზაინერის მეორე ხაზის პროდუქცია ”ავთანდილ73” იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული პროდუქცია, როგორც ქართველი დიზაინერი bpn.ge-სთან საუბრისას განმარტავს, მალე მსოფლიო ბაზარზეც გავა: ”ავთანდილ 73” მალე მსოფლიო ბაზარზე გავა, რადგან მისაღებფასიანი მოდური ტანსაცმელი არის ყველაზე კონკურენტუნარიანი როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ბაზარზე”.
”ავთანდილ 73”-ის პროდუქცია ამ ეტაპზე, თბილისში სამ მაღაზიაშია წარმოდგენილი. დიზაინერის თქმით, ბრენდი საკმაოდ აქტუალურია და ერთგული მომხმარებელიც ჰყავს: ”2 წელია, რაც ”ავთანდილ73” არსებობს. ჩვენ რომ არ გვყავდეს ჩვენი მომხმარებელი, ვერ განვვითარდებოდით”.