Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6515 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6515 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6574 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 31 იანვარს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6518 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8711 ლარია.