BUS LANE-ში სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გამო ჯარიმების მოცულობა 226%-ით გაიზარდა

2022 წლის განმავლობაში ბიუჯეტში ავტობუსის ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ჯარიმის სახით 4 462 325 ლარი შევიდა, ეს კი 226%-ით, 3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2021 წელს ავტობუსის ზოლში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომის გამო დაჯარიმებული პირებისგან ბიუჯეტში 1 368 738 ლარის აკუმულირება მოხდა.

ცნობისათვის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა ითვალისწინებს 100-ლარიან ჯარიმას.

თაია არდოტელი