2022 წელს რუსეთში ბუნებრივი აირის მოპოვება 12% შემცირდა

2022 წელს რუსეთში ბუნებრივი აირის მოპოვება წინა წელთან შედარებით 12%-ით შემცირდა 678 მლრდ კუბ.მ-მდე, მაშინ როცა 2021 წელს 763 მლრდ.კუბ.მ. იყო, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული 678 მილიარდიდან 573 მილიარდი გახლავთ უშუალოდ ბუნებრივი აირის მოპოვება, ხოლო დანარჩენი 99 მილიარდი ნავთობის მოპოვების თანმხლები გაზის მოპოვება.

ამასთან, გავრცელებული მაჩვენებელი ოდნავ უკეთესია მანამდე რუსეთის მთავრობის მიერ დეკემბერში გავრცელებულ მოლოდინზე, როცა 671 მლრდ კუბ.მ გაზი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან რუსული გაზის მთავარი მომხმარებელი ევროპა მასზე უარის თქმას აპირებს.

კოკა კვირკველია