3 რაიონი დედაქალაქში, სადაც უძრავი ქონების გაყიდვისა და ქირის ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

2022 წლის დეკემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 28%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 1 072 აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 103%-ით არის გაზრდილი. მათივე ცნობით, გასული წლის დეკემბერში ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 11.2 აშშ დოლარია.

კვლევის თანახმად, 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქირის ფასი თბილისში წლიურად ყველაზე მეტად - 16.2%-ით დიდ დიღომში გაიზარდა, მას მოსდევს სამგორი - 15.5%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი დიდუბეა, სადაც ქირის ფასი 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 14.9%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ღირებულებას, 2022 წლის დეკემბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად - 36%-ით გაიზარდა გლდანში, მას მოსდევს ჩუღურეთის რაიონი -35%-იანი და მთაწმინდა 34%-იანი ზრდით.

თაია არდოტელი