ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

აშშ-ს ფედერალური რეზერვისა და ინგლისის ცენტრალური ბანკის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა. ECB-ის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების ზრდამ 0.50 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გადაწყვეტილების შემდეგ ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 2.5%-მდე გაიზარდა, რაც გლობალური ფინანასური კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივლისის შემდეგ განაკვეთები სულ 3%-ითაა გაზრდილი.

მოსალოდნელია, რომ ენერგიის ფასების კლების მიუხედავად, ევროპაში ინფლაციის დონე მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სწორედ ამიტომ, ფედერალური რეზერვისგან განსხვავებით, რომელმაც განაკვეთების ზრდის ტემპი 0.25%-მდე შეანელა, ECB კვლავ აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს და მომდევნო სხდომაზე კვლავ 0.50%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

კახი ჩაკვეტაძე