პროდუქტები, რომელიც იანვარში გაიაფდა

2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა.

2023 წლის დასაწყისში, ფასი სულ 9 საკვებ პროდუქტზე შემცირდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • კომბოსტო - 53.7%
  • ქლიავი - 29.9%
  • ბადრიჯანი - 15.4%
  • ნიორი - 14.8%
  • მზესუმზირის ზეთი - 8.6%
  • კივი - 6.4%
  • ყურძენი - 6.4%
  • ნიგოზი - 2.9%
  • წიწიბურა - 1.8 %

ინფორმაციისთვის, გასული წლის იანვარში ჩამონათვალიდან თითქმის ყველა პროდუქტი ყველაზე მეტად გაძვირებულთა ჩამონათვალში იყო. კერძოდ: კომბოსტო - 217.7%-ით, ქლიავი - 55.8%, ბადრიჯანი - 36.4%, წიწიბურა - 28.4%-ით, მზესუმზირის ზეთი - 20.6%.

თამარ მუკბანიანი