გიორგი ვაშაძე - კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, თავადაც სანქციების ქვეშ მოექცევიან

კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, თავადაც სანქციების ქვეშ მოექცევიან , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ მტერთან საუბრობს, თანამშრომლობს და ეხმარება, საქართველო წინ ვერ წავა.

“ძალიან კონკრეტულია პოზიცია. კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, თავადაც სანქციების ქვეშ მოექცევიან.

ცივილიზირებული სამყარო გეუბნება: გინდა ევროკავშირი, რომ მეტი ინვესტიციები მიიღო? მეტი სამუშაო ადგილები შექმნა? ხომ გინდა ევროკავშირი, ხომ გინდა ნატოს უსაფრთხოება და ხომ გინდა ჩემგან ინვესტიციები და ყოველწლიურად მილიარდები, რომელსაც გაძლევ იმისთვის, რომ ეკონომიკა რამენაირად შეინახო, რადგან სუსტი ხარ?!. მაშინ ჩემს მტერს არ უნდა მიეხმარო და სანამ „ქართულ ოცნებას“ არჩეული აქვს პოლიტიკა, რომ მტერთან საუბრობს, თანამშრომლობს და ეხმარება, მანამ, ეს ქვეყანა წინ ვერ წავა. აქედან გამომდინარეობს ეს განცხადებები, რომელიც მკაფიო და ძალიან ცალსახაა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.