საქართველო ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაციას მასპინძლობს

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო მასპინძლობს ქართულ ღვინის საერთაშორისო დეგუსტაციას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, ჩინეთის, შვედეთის გავლენიანი გამოცემების საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ღვინის კრიტიკოსები, სომელიები ესწრებიან.

დეგუსტაციაზე მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები.

„გახარებული ვარ საქართველოში ყოფნით, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. რაც გავსინჯე იმ ღვინოებიდან გამოვარჩევდი „ასკანელის მუზას“, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობით, განსაკუთრებული ვფოქრობ, ქართული ღვინო უფრო მეტ დაინტერესებას მოიპოვებს ფრანგულ ბაზარზე“, - განაცხადა ღვინის ექსპერტმა, ვალერია ტენისოვამ.

საქართველოში ვიზიტის დროს სტუმრები თბილისის ღვინის მუზეუმს ეწვივნენ, ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის განვითარების ისტორიას გაეცნენ, ღვინოსთან დაკავშირებულ სამუზეუმო ექსპონანტები დაათვალიერეს.

„ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ქართული ღვინის ხარისხით. განსაკურებით მინდა აღვნიშნო ქართული ქვევრის ღვინო, რომელიც არასოდეს გამისინჯავს. ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს პოტენციალი. აქ ჩვენ გავეცანით ქვევრის ღვინის წარმოებას და ვთვლით, რომ ქართული ღვინის შესწავლა კიდევ უფრო მეტ აღმოჩენას გამოიწვევს ჩვენში.

დიდ ბრიტანეთში სიფრთხილით ვეკიდებით და ცოტა რაოდენობით ვაწარმოებთ კარგ ღვინო, მაგრამ ეს უნიკალური კოლექცია ნამდვილად აღმოჩენაა ჩვენთვის. დიდი სურვილი გვაქვს კიდევ უფრო ახლოს გავეცნოთ ქართულ მეღვინეობას და მევენახეობას", - განაცხადა Evening Standart -ის ჟურნალისტმა დიდი ბრიტანეთიდან დუგლას ბლაიდმა.