ვერა ქობალია „ასტანა ექსპო 2017“-ის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა

ყოფილი მინისტრი ყაზახური მხარის შეთავაზებას დათანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია, ყაზახური კომპანიის - „ასტანა ექსპო 2017“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

გამოფენა - „ექსპო 2017" ასტანაში 2017 წლის სექტემბერში ჩატარდება და მისი მთავარი თემა „ახალი ენერგია“ იქნება. მასში მონაწილეობას 100-ზე მეტი ქვეყანა და 10 საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს. გამოფენას დაახლოებით 2-3 მილიონი ვიზიტორი ეყოლება.

ქობალია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2010 წლის 2 ივლისიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა.