მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ იგორ დოდონისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრა

მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონისა და მისი მეუღლის, გალინა დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრა.

მედიის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და შენახვის მუხლით დაიწყო.

გამოძიების მტკიცებით, საქმეში ფიგურირებს ექიმიც, რომელსაც იგორ დოდონმა ექსპრეზიდენტის არასრულწლოვანი შვილის უცხოეთში მკურნალობასთან დაკავშირებით ყალბი მიმართვა დაამზადებინა.

ცნობისთვის, 2022 წლის მაისში იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატის, კორუფციისა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად, მას 30-დღიანი შინაპატიმრობა მიესაჯა, შემდეგ კი ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.