შოლცი - გერმანიას 2030 წლისთვის 6 მლნ სამუშაო ადგილის შექმნა დასჭირდება

გერმანიას 2030 წლისთვის 6 მლნ სამუშაო ადგილის შექმნა დასჭირდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

„2030 წლისთვის ჩვენ დაგვჭირდება 6 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა გერმანიის შრომის ბაზარზე და ამისთვის საჭიროა, გატარდეს მთელი რიგი კომპლექსური ზომებისა. თუმცა ეს საკმარიის არ იქნება, საჭიროა ასევე სპეციალისტების მოზიდვა მესამე ქვეყნებიდან, აქედან გამომდინარე ვმუშაობთ ყველაზე თანამედროვე კანონმდებლობაზე მიგრაციასთან დაკავშირებით“, - თქვა კანცლერმა.

მისივე თქმით, ქვეყანა მიიღებს ყველა საჭირო კანონს უკვე წლის ბოლომდე. მანვე ახსენა, რომ ამ კვირიდან გერმანიის ხელისუფლებაში მიგრაციის საკითხების ხელმძღვანელის პოსტს, იოახიმ შტამპი ჩაიბარებს.

უკრაინაში ომით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უმკლავდება მას ბევრად უკეთ, ვიდრე მოელოდნენ. მისივე თქმით, ქვეყანა ამ კრიზისიდან მალე გამოვა და თან გამოვა უფრო ძლიერი. თან ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლის პროცესს, კერძოდ კი მზისა და ქარის ენერგიის მიმართულებით განვითარებას.

კოკა კვირკველია