საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „იზი ჩარტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური სერვისების გლობალური მომწოდებელი ავიაკომპანია „იზი ჩარტერი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგს შეუერთდა. ასოციაციის ცნობით, კომპანია 2015 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის ტვირთების ავიაგადაზიდვებს რეგულარულად ახორციელებს.

„იზი ჩარტერის“ მთავარი მისიაა მომხმარებლისთვის შექმნას მაქსიმალური კომფორტი და გარემოსა და ადამიანებზე პოზიტიური გავლენა ჰქონდეს. გუნდი გამუდმებით ახალ მიზნებს ისახავს და, კვალიფიცირებული და გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით, ბაზარზე ხარისხისა და სტანდარტის ზრდაზეა ორიენტირებული.

კომპანიას მოპოვებული აქვს აკრედიტაცია ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, ჰონკ-კოგში, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული ავიაგადაზიდვები აქვს. ასევე, ფრენები მალაიზიიდან, ინდონეზიიდან მაკაუდან და ტაივანიდან ნებისმიერი მიმართულებით შესაძლებელია.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კომპანია არაერთ ქვეყანას დაეხმარა პისიარ ტესტებით, ვაქცინითა და მედიკამენტებით. საქართველოში „იზი ჩარტერმა“ მილიონი ვაქცინა შემოიტანა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ავიაკომპანია „იზი ჩარტერს“ BAG-ის წევრთა რიგებში. პროფესიონალების გუნდი, რომელიც კომპანიას მართავს მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც ხარისხიან სერვისებს განსაზღვრავს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, მათი საქმიანობა უკრაინაში, რადგან ასეთ დროს მსგავსი მხარდაჭერა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

კომპანია აქტიურადაა ჩართული უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდების პროცესში, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა უკრაინელი ხალხისთვის. „იზი ჩარტერი“ ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც რეგულარულად ახორციელებს ევროპიდან ჰუმანიტარულ რეისებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.