საქსო ბანკის რჩევები ინვესტორებს

საქსო ბანკმა გამოაქვეყნა 2015 წლის მეორე კვარტალური გლობალური საბაზრო პროგნოზი და საკუთარი ძირითადი კომერციული ამოცანები, სადაც ის აფრთხილებს ინვესტორებს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მომუშავე ეკონომიკური მოდელი დასასრულს უახლოვდება.

საქსო ბანკის მთავარი ეკონომისტის, სტიინ იაკობსენის მიხედვით, მეორე კვარტალი გლობალური ეკონომიკისთვის არც თუ ისე მარტივი იქნება. მას სჯერა, რომ ამჟამინდელი ჯაჭვი, რომელიც Extend and Pretend-ის პრინციპზე მუშაობს, დასასრულს უახლოვდება. აღნიშნულ დარგში კანონმდებლებმა და ცენტრალურმა ბანკებმა გარკვეული დრო მოიგეს, რადგან ინვესტორებს ალტერნატივას არ უტოვებდნენ და ზრდიდნენ აქტივების ფასს, თუმცაღა მეორე კვარტლიდან ინვესტორები მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ აქტივებზე ფასების ცვალებადობას.

სტიინ იაკობსენი, საქსო ბანკის მთავარი ეკონომისტი: „ გლობალური ბაზარი დღეს უფრო ჰგავს 1989 წლის საბჭოთა კავშირს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურით, ვიდრე სივრცეს, სადაც თავისუფლად ვაჭრობაა შესაძლებელი. რეალურ ეკონომიკაში ფულის ბეჭდვითი მასის გადატანა კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს თემად და ეკონომიკური დილემის გადაწყვეტის გზად. ევროპის ცენტრალური ბანკის გადასვლა უარყოფით საპროცენტო განაკვეთზე 2014 წელს, შესაძლებელია გახდეს ცვლილების კატალიზატორი.” მისივე თქმით: „თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას, რთულია გაყიდვების მოცულობის მზარდი დინამიკის შენარჩუნება, მაშინ როცა თქვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქციის მომხმარებლები არ იღებენ მონაწილეობას ამ პროცესში.“

მიუხედავად აღნიშნული ფონისა, საქსო ბანკი აქვეყნებს საკუთარ ხედვას ძირითადი ბაზრებისა და მისი მთავარი იდეების შესახებ ვაჭრობის სფეროში მომდევნო კვარტალისთვის:

• საბირჟო საქონელი

საქსო ბანკის საბირჟო საქონლის მთავარი სტრატეგიის მიმართულების ხელმძღვანელის ოლე ჰანსენის თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ნავთობზე ფასების კოლაფსმა გამაოგნებელი შედეგები დატოვა გლობალურ ეკონომიკაზე, რადგან ფასების ვარდნამ 50%-ს მიაღწია. მომავალში ფასების ზრდაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით აშშ-ს ბაზარზე. მეორე კვარტლისთვის, მთავარი აქცენტი მოწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის აღდგენაზე იქნება. საქსო ბანკის პროგნოზით, ოქროს ფასი კვლავინდებურად დოლარზე იქნება დამოკიდებული.

• მაკრო

ენერგო რესურსებზე შედარებით დაბალი ფასი, უფრო სუსტი ევრო, და საბოლოო ჯამში უფრო შესუსტებული ეკონომიკა გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ 2015 წელს ევრო ზონაში 1.5%-იანი ზრდა დაფიქსირდება.

მედს კოეფოედი, საქსო ბანკის მაკრო სტრატეგიის ხელმძღვანელი: „ აშშ-ში 3%-იან ზრდას ვვარაუდობ, თუმცაღა ბოლომდე არ ვეთანხმები ჩინეთში 6.7%-იანი ზრდის პროგნოზს. მეორე კვარტალში უამრავი რისკია იმისა, რომ ბაზარზე მყისიერი ცვლილებები მოხდება. შესაძლოა ბერძნები კვლავ ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ ივნისის ბოლოსთვის, აშშ-ს ფედერალურ კომიტეტს ღია ბაზარზე ოპერაციების თაობაზე (FOMC) ასევე აქვს თავისი ჩანაფიქრი სავარაუდოდ, ივნისისთვის და სექტემბრისთვის“.

• საფონდო აქციები

საქსო ბანკის საფონდო აქციების სტრატეგიის ხელმძღვანელის, ჯონ ჰარდის თქმით, მწვანე ვალუტა შეინარჩუნებს სიძლიერეს მეორე კვარტალშიც, თუმცა მისი გამყარების ტემპი შენელდება ბოლო 6 თვესთან შედარებით.