„საბანკო მომსახურების გამოყენების თვალსაზრისით, 98% ხდება დისტანციური, ანუ "დიჯიტალ სერვისებით“ - რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ციფრულ ბანკს

„საბანკო მომსახურების გამოყენების თვალსაზრისით, 98% ხდება დისტანციური, ანუ "დიჯიტალ სერვისებით“,- ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ინოვაციური სერვისების შემოღება, როგორიც ციფრული ბანკია.

ცნობისთვის, საქართველოში უკვე მოქმედებს პირველი ციფრული ბანკი „პეისერა“.

„ეს არის ეროვნული ბანკის მიერ, სპეციფიკური ლიცენზიის გაცემის პირველი შემთხვევა. შესაბამისად, საქართველოში არაუნივერსალური ლიცენზიის გაცემის პრეცედენტი.

ეს უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში არის კიდევ ადგილი, სადაც შეიძლება განვითარდეს მათ შორის ფინტექ კომპანიები.

როგორც იცით, ასოციაციის ფარგლებში ღია ბანკინგის სტანდარტი შემუშავდა და უკვე ესეც ამოქმედდება, რაც ხელს შეუწყობს ტექნიკური და „დიჯიტალ სერვისების" განვითარებას. ამასთან მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ საქართველოდან კი არ გავიდა, არამედ შემოდის კიდევ ახალი სერვისები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლებისთვის უფრო მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური და კარგი პროდუქტების შეთავაზება.

ჩვენ კიდევ ველოდებით ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველო ძალიან კარგი ბაზა ხდება არამხოლოდ „პეისერასთვის“, არამედ, სხვა ფინტექ კომპანიებისთვის. საკმაოდ კარგი ბაზა ხდება სატესტოდაც.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უკვე ხდება ამ მომსახურებების ათვისება. საბანკო მომსახურების გამოყენების თვალსაზრისით, 98% ხდება დისტანციური, ანუ "დიჯიტალ სერვისებით", რაც კიდევ აჩენს მსგავსი კომპანიების ინტერესს ამ მიმართულებით.

ჩვენ მხოლოდ მივესალმებით კონკურენციის გაზრდას საქართველოში ამ თვალსაზრისით“,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.