საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, დღგ-ს საწარმოთა ბრუნვა გაზრდილია 18.5 %-ით, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,9% შეადგინა.

"ამავე დროს, გადაჭარბებით შესრულებულია სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტების საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის საპროგნოზო გეგმა. პირველი კვარტლის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოგვიანებით გამოაქვეყნებს", - ნათქვამია განცხადებაში.