ტოპ-5 პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა და შემოვიდა რკინიგზით

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს, რკინიგზით სავაჭრო ბრუნვამ 1.559 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2022 წელს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით 222.458 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, რაც 57.9 მლნ აშშ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2021 წელს რკინიგზით 164.542 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა.

რაც შეეხება იმპორტს, რკინიგზით შარშან 1.337 მლრდ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია წინა წელთან შედარებით.

ცნობისთვის, 2022 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ რეკორდული - 283 მლნ ლარის მოგება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წელია, რაც 4 წლიანი ზარალის შემდეგ, რკინიგზა მოგებაზე გადის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც 2022 წელს სარკინიგზო ტრანსპორტირებით, ყველაზე დიდი რაოდენით გავიდა და შემოვიდა.

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მინერალური და მტკნარი წყლები - 68.904 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 22.663 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 20.853 მლნ აშშ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 20.044 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდის პირველადი ფორმებით -14.572 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 723.256 მლნ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 269.995 მლნ დოლარი
  • კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 45.422 მლნ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 33.701 მლნ დოლარი
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 20.579 მლნ დოლარი
ნინი ქეთელაური