თბილისის რომელ უბანში რამდენით გაძვირდა საცხოვრებელი უძრავი ქონება

გასულ წელს თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასი 1 კვ. მეტრზე 965 აშშ დოლარი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 11%-ით მეტია. აღნიშნულს მოწმობს “ქოლიერსის“ ვებ-გვერდზე Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა, შედეგად კი, თუ აქამდე პლატფორმაზე თბილისის ბაზრის ზოგადი მონაცემების ნახვა იყო შესაძლებელი, ახლა უკვე კონკრეტული უბნების მიხედვით არის მონაცემები ჩაშლილი, იქნება ეს უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციები, ბაზრის ზომა თუ ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირდა საცხოვრებელი ქონება დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გასულ წელს და სად როგორ შეიცვალა ფასები.

Recov.ge-ს მონაცემებით, უძრავი ქონების ღირებულება ყველაზე მეტად, 17%-ით გაიზარდა დიდი დიღომი/დიღომში, სადაც გასულ წელს საშუალო ფასი 663 აშშ დოლარი იყო; მას მოსდევს ისანი, სადაც საშუალო ფასი 863 აშშ დოლარი იყო, წლიურმა ზრდამ კი 16% შეადგინა, ფასის ზრდის მიხედვით, უბნებს შორის მე-3 ადგილზეა წყნეთი, სადაც წლიური ზრდა 14% იყო, საშუალო შეწონილი ფასი კი 716 აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება სხვა უბნებს:

  • საბურთალო - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 982 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 11% იყო;
  • ვაკე - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 1 361 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 2% იყო;
  • გლდანი - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 631 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 9% იყო;
  • დიდუბე - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 768 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 10% იყო;
  • ფონიჭალა - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 481 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 3% იყო;
  • დიდგორი - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 651 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 10% იყო;
  • სამგორი - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 641 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 10% იყო;
  • ნაძალადევი - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 648 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 7% იყო;
  • ბაგები - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 1 059 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 6% იყო;
  • ჩუღურეთი - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 796 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 2% იყო;
  • კრწანისი - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 907 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 9% იყო;
  • მთაწმინდა - 2022 წლის საშუალო შეწონილი ფასი - 1 288 აშშ დოლარი, წლიური ზრდა კი 13% იყო.
თაია არდოტელი