ერთი დოლარი 2.2347 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2347 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, პირველი აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2347 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2275 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, პირველი აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.3990 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4139 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0149 ლარი შეადგინა.