1-ლი მარტიდან "ლილო მოლის" ტერიტორიაზე პარკინგი 5 ლარი ხდება - რა განმარტებას აკეთებენ კომპანიაში

1-ლი მარტიდან, "ლილო მოლის" ტერიტორიაზე პარკინგი, ნაცვლად 3 ლარისა, 5 ლარი იქნება.

შესაბამისი განცხადება სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე უკვე გამოკრულია.

როგორც "ლილო მოლის" გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, იწყება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამასთან, "ყველაფერი გაძვირდა", შესაბამისად, ავტოსადგომის გამოყენების ღირებულებაც იზრდება.

"ვიწყებთ პარკინგის მოწესრიგებას, ასევე, ინფრასტრუქტურის, ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, იზრდება საფასურიც", - აცხადებს გიორგი კვარაცხელია.

ცნობისთვის, კომპანიის მონაცემებით, "ლილო მოლს" წელიწადში 4 მლნ მომხმარებელი სტუმრობს.

ნინი ქეთელაური