სომხეთი, ეკვადორი, ნიდერლანდები, კენია... - სად ყიდულობს საქართველო ყველაზე დიდი ოდენობით ყვავილებს

საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების იმპორტი გაიზარდა. 2022 წელს ქვეყანაში 3 მლნ აშშ დოლარის 1 203 ტონა ყვავილი შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 2.2 მლნ აშშ დოლარის - 878 ტონა.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, საიდან შემოვიდა 2022 წელს, ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია:

  • სომხეთი - 1.2 მლნ აშშ დოლარი
  • ეკვადორი - 584.6 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 495.6 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 379.5 ათასი აშშ დოლარი
  • კენია - 231.6 ათასი აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 17.9 ათასი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 16.7 მლნ აშშ დოლარი
  • ირანი - 13.4 ათასი აშშ დოლარი
  • კოლუმბია - 10 ათასი აშშ დოლარი
  • ეთიოპია - 5.5 ათასი აშშ დოლარი

ინფორმაციისთვის, 2021 წელს, საქართველოში მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანაში 2.2 მლნ აშშ დოლარის 878.5 ტონა ყვავილის იმპორტი განხორციელდა. 2020 წელს კი 1.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (505.6 ტონა). პანდემიამდელ 2019 წელს კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის 126.4 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები შემოვიდა.

თამარ მუკბანიანი