მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა

მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო ავრცელებს.

“საჰაერო სივრცის მართვასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შედეგად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად 14 თებერვალს 11:24 საათზე გადაწყვეტილ იქნა მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე ჩაკეტილიყო. 14:47 საათზე საჰაერო სივრცე კვლავ გახსნილია”, - წერია განცხადებაში.

უწყების თანახმად, უფრო დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.