სემეკი მოქალაქეებს ახალ გამარტივებულ მომსახურებას სთავაზობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ვებ გვერდზე ახალი სერვისი აამოქმედა.

სემეკის ინფორმაციით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების საფასურის გამოანგარიშება და პროცედურების შესახებ ინფორმაციების მიღება მომხმარებელს ამიერიდან გამარტივებულ რეჟიმში შეეძლება. მათივე ცნობით, კომისიის ვებ გვერდზე (WWW.GNERC.ORG) მოცემულია შესაბამისი დირექტორია "ქსელზე მიერთების საფასური", რომელშიც განთავსებულია კალკულატორი. კალკულატორი იძლევა საშუალებას, მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები. გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები. ინფორმაცია მოცემულია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.